აბალე _ აბა სადა, აბა მაჩვენე
აბარება _ საქონლის საშენებლად აყვანა
აბილაური _ ვაშლის ჯიში
აბნევა _ ნემსის აგება
აბოლება _ გადაუღებელი წვიმების დროს ბოსტნეულის აზრდა

აბჟო - (თუშ) ხმაური
აბრაგინი _ (აბრაგინის აკვრა) გაგდება

აბუეტი- (კახეთი) გაუგებარი
აბუტულავება _ აკლება, აოხრება
აბუქა_ დაუზოგავად რომ ეკიდება საკუთარ ცხოვრებას

აგეჯრება _ აჯაგრება
აგრა _ აგერ, ჩვენებითი ნაცვალსახელი

ადეში - (ხევსურ.) ფიჩხი, ხის ტოტები
ადოყება _ მცენარის სწრაფად ზრდა სიმაღლეში ნაყოფის მოუცემლად
ავრეხი _ უნაყოფო ხე ან მიწა
აზირ _ ბარემ
აკავანი – (რაჭა) აკვანი
აკანჭურება _ მტკივანი ფეხის აწევა
აკოკოლავება _ სიმაღლეზე დაწყობა
აკოღინება _ გულის რევა
აკუნწვლა _ ნაყოფის ბლომად მოსხმა
აკარება – (რაჭა) სუფრის
 ალაგება : "ააკარა სუფრა"
ალაგე– (გურიაში) ღობეზე გადასასვლელი, ღობეზე ორივე მხრიდან მიდგმული მოკლე კიბე.
ალავლავება _ გაქნევით რეცხვა
ალაშა _ თამამი ქალი
ალუფხული _ არეულ_დარეული

ამაკრება -(ხევსურ.) ამოღება
ამოჟუჟვა – (დას. საქ.) ამოხოცვა
ამაანთი _ ამათი
ამბავი _ ასე გამოსძახებს მასპინძელი კართან მდგარ სტუმარს. ე. ი. რა ამბავი  მომიტანეო
ამბიტანია _ ამბის მიმტანი
ამოკუნჭვა _ ქვეშ ამოდება
ამოსვლიყო _ ამოსვლოდა
ამოფოთქილი _ ახლად აყვავებული ან ამოსული მცენარე
ამურავებული _ გაბრაზებული
ამწკლარტებული _ ამჟავებული
ანდე _ აი, აგერ
აპწკა _ კვერცხის შიგნით თხელი კანი, აპკი
არაქელა – (იმერეთი) ზარმაცი, უქნარა, მოუხერხებელი
ასორსლება _ დაგორგოლავება
ასტამი - (ხევსურ) ღუმელის საჩხრეკი
ატრუზვა _ ატუზვა
აუნთავ - (ფშაურ) ანთია
აუჩქამდომ - (ხევსურ.) ხმის ამოუღებლად , უხმაუროდ; ჩქამი - ხმაური
აფხავება – (ქართლი) ალესვა , გაფხოვება – გალესვა
აფაფხვა _ გაჭირვებით ასვლა
აფხავება _ გალესვა

აყალო – (იმერეთი, გურია) თიხა მიწა
აყვავება – (რაჭა) პურის აფუება
აყვერებული _ აყვავებული, თესლგაკეთებული
აყლაყუდა - მაღალი ადამიანი
აშარი _ მოჩხუბარი
აშაღლარა _ უსირცხვილო
აჩლიავება _ იღლიაში ამოდება
აწიწილება _ თონეში ჩაკრული გაუღვივარი პურის აწითლება და დასკდომა
აწოწვა _ ჩვეულებრივზე მეტად გაზრდა სიმაღლეში

ახალზალი - (ხევსურ.) პატარძალი
ახალუხალი - (ხევსურ.) ახალგაზრდობა
აჯამი - უწიგნური,გაუნათლებელი